კონფიდენციალურობის ინფორმაცია
მომსახურების მიმწოდებელია შპს პულს წყალტუბო (ს/კ 405837359), წერეთლის ქუჩა 12, წყალტუბო. საკონტაქტო ინფორმაცია: info@pulsefitness.ge · +995 598 29 43 73.
რა ინფორმაციას ვინახავთ
წინასწარი შეძენისას ვინახავთ სახელს, გვარს, ტელეფონს, ელფოსტას, არჩეულ აბონემენტს, ფასს, შეკვეთისა და გადახდის სტატუსს, ბანკის შეკვეთის ნომერს და პირობებზე თანხმობის თარიღსა და ვერსიას.
რისთვის ვიყენებთ მონაცემებს
მონაცემები გამოიყენება შეკვეთის დასამუშავებლად, გადახდის გადასამოწმებლად, შენთვის ელფოსტით დადასტურების გამოსაგზავნად, უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის რეგისტრაციის შესატყობინებლად, აბონემენტის გასააქტიურებლად და შეკვეთასთან დაკავშირებული საკითხების მოსაგვარებლად. ფორმის შევსება სარეკლამო შეტყობინებებზე თანხმობას არ ნიშნავს.
გადახდა და შენახვა
საბანკო ბარათის მონაცემებს შეიყვან საქართველოს ბანკის გადახდის გვერდზე. Pulse-ის ფორმა ბარათის ნომერსა და უსაფრთხოების კოდს არ აგროვებს. ვებსაიტის ჰოსტინგის, მონაცემთა ბაზისა და ელფოსტის გაგზავნის მომწოდებლები ამუშავებენ სერვისის მუშაობისთვის საჭირო მონაცემებს. ვინახავთ შეკვეთასთან დაკავშირებულ ელფოსტის ტექსტსა და გაგზავნის სტატუსს. წევრების სია ხელმისაწვდომია მხოლოდ უფლებამოსილი თანამშრომლებისთვის.
ბრაუზერის სესია და შეკითხვები
აუცილებელი ქუქი იმავე ბრაუზერში შენი შეკვეთის სტატუსის ნახვის საშუალებას გაძლევს და 30 დღეში იწურება. შენს მონაცემებთან დაკავშირებული შეკითხვებისთვის ან შესწორებისთვის მოგვწერე info@pulsefitness.ge-ზე.