წინასწარი შეძენის პირობები
მომსახურების მიმწოდებელია შპს პულს წყალტუბო (ს/კ 405837359), წერეთლის ქუჩა 12, წყალტუბო. საკონტაქტო ინფორმაცია: info@pulsefitness.ge · +995 598 29 43 73.
რას ყიდულობ
წინასწარ ყიდულობ ფორმაში არჩეულ სავარჯიშო დარბაზის აბონემენტს. მოქმედების ვადა იწყება დარბაზის გახსნის შემდეგ, შენი პირველი ვიზიტიდან. ჯგუფური და პირადი ვარჯიშები ფასში არ შედის.
ფასი და შეთავაზება
ულიმიტო აბონემენტის პირველი თვე ღირს 96 ₾, ნაცვლად 120 ₾-ისა (20% ფასდაკლება). შეთავაზება მოქმედებს 2026 წლის 4 ოქტომბრის 23:59-მდე, თბილისის დროით, ერთხელ თითო წევრზე, მხოლოდ პირველ თვეზე. 5 ოქტომბრიდან ახალი შეკვეთის ფასი არის 120 ₾. სხვა აბონემენტებსა და შემდგომ თვეებზე მოქმედებს სტანდარტული ფასი. ყველა ფასი მოცემულია ქართულ ლარში (GEL).
შესასვლელი ბარათის 10 ₾ ან სამაჯურის 20 ₾ საფასურს გადაიხდი ადგილზე. ეს თანხა ონლაინ გადახდაში არ შედის. სტუდენტის ან მოსწავლის აბონემენტისთვის პირველ ვიზიტზე საჭიროა შესაბამისი სტატუსის დადასტურება.
გადახდა და დადასტურება
ეს არის ერთჯერადი გადახდა საქართველოს ბანკის გვერდზე, ავტომატური განახლების გარეშე. შეკვეთა დადასტურებულია მხოლოდ გადახდის წარმატების გადამოწმების შემდეგ. შეინახე დადასტურების გვერდზე მითითებული შეკვეთის ნომერი და პირველ ვიზიტზე აჩვენე ადმინისტრატორს.
დახმარება
თუ გადახდის სტატუსი გაურკვეველია, მონაცემების შესწორება გჭირდება ან გახსნის თარიღის შესახებ გაქვს კითხვა, დაგვიკავშირდი შეკვეთის ნომრით, ახალი გადახდის დაწყებამდე.